პირადი სივრცე
ონლაინ კონსულტაცია
FAQ

სოკარი მულტინაციონალური კომპანიაა, რომელიც 7 ქვეყანაში ფუნქციონირებს. სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი ქართულ ბაზარზე 2006 წელს შემოვიდა. პირველი ავტოგასამართი სადგური 2008 წლის 25 აპრილს გაიხსნა.  სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი მზარდი კომპანიაა, რომელშიც 1500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. სოკარის ავტოგასამართ სადგურთა ქსელში აღსანიშნავია ისეთი თანამედროვე და გამორჩეული ობიექტები, როგორიცაა ურბნისისა და თერჯოლის მრავალფუნქციური კომპლექსები, თბილისის შემოვლით გზაზე არსებული მრავალფუნქციური კომპლექსი და სოკარისა და მაკდონალდსის ერთობლივი პროექტი ბათუმში.

საქართველოს ყველა რეგიონში კომპანია მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ავტოგასამართ სადგურებს, მომსახურების მაღალ სტანდარტს და უმაღლესი ხარისხის ევროპულ საწვავს. ყველა ტიპის ბენზინი იმპორტირებულია ევროპიდან, ხოლო ნანო ევრო 5 დიზელი და ევრო 5 დიზელი იმპორტირებულია აზერბაიჯანიდან. ყველა ტიპის საწვავი აკმაყოფილებს ევრო 5 სტანდარტს.

კომპანიის მთავარი ღირებულებებია:

  • ხარისხი;
  • ერთიანობა;
  • ინოვაცია;
  • ზრუნვა ადამინებსა და გარემოზე.

ორგანიზაციის პოლიტიკა ხარისხის სფეროში 


კომპანია სოციალურად აქტიურია და მრავალ საქველმოქმედო საქმიანობაშია ჩართული, მხარს უჭერს ქართულ სპორტს, კულტურულ ღონისძიებებსა და სხვა საინტერესო აქტივობებს.

ჩვენ 10 წელზე მეტია თქვენს გვერდით ვართ და ვამაყობთ ამით!