„სოკარმა“ დაიწყო თვითმომსახურების სადგურების ქსელის ჩამოყალიბება საქართველოს მასშტაბით. ამ ეტაპზე, უკვე 11 სადგური არის წარმოდგენილი სხვადასხვა ქალაქში. „სოკარი“ უახლოეს მომავალშიც აპირებს თვითმომსახურების ქსელის განვითარებას.
კონკრეტულად სოკარის თვითმომსახურების ქსელი გამოირჩევა ძალიან მარტივი ინსტრუქციით. თქვენ არ გჭირდებათ არანაირი გაჯეტი და მოწყობილობა, რომ ამ სერვისით ისარგებლოთ.
სადგურზე საწვავის შესაძენად, საკმარისია მიბრძანდეთ „ვეი მარტის“ კონსულტანტთან, შეარჩიოთ საწვავის ტიპი, გადაიხადოთ, შემდგომში მოათავსოთ შერჩეული საწვავის პისტოლეტი ავტომობილის ავზში და ჩაასხათ საწვავი.