პირადი სივრცე
ონლაინ კონსულტაცია
FAQ

კორპორატიული გაყიდვების სამსახური ყოველდღიურად ემსახურება ასობით მომხმარებლის მოთხოვნას, პასუხობს წერილებსა და სატელეფონო ზარებს. პროფესიონალი კადრების და მომსახურების ცენტრების ქსელის მეშვეობით კორპორატიული გაყიდვების სამსახური მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას. გაყიდვების გუნდი ატარებს შეხვედრებს და მზად არის, შეადგინოს მოქნილი და თქვენს მოთხოვნებზე მორგებული წინადადებები. ბექ-ოფისი მაქსიმალურად ეფექტურად განაგებს თქვენს ანგარიშებს, იღებს და ამუშავებს თქვენგან შემოსულ მოთხოვნებსა და შეკვეთებს.

მომსახურების ცენტრების ქსელი გაშლილია მთელ საქართველოში, რაც  ჩვენს მომსახურებას ადვილად ხელმისაწვდომს და მაქსიმალურად კომფორტულს ხდის.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!

2023 წლის 1 აგვისტოდან ცვლილება შედის კორპორატიული მომსახურების ნაწილში, კერძოდ:

  • იურიდიულ პირებთან სავალდებულო ხდება ხელშეკრულების გაფორმება;

           იხილეთ ხელშეკრულების დრაფტი ბმულზე

  • ხელშეკრულების საფუძველზე სავალდებულო ხდება წარმოადგინოთ მინდობილი პირ(ებ)ი (მინდობილობა შიდა ან ნოტარიულად დამოწმებული); 

           იხილეთ მინდობილობის დრაფტი ბმულზე

  • ელექტრონული ხელმოწერით დამოწმებული დოკუმენტი გთხოვთ გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: cards@socar.ge  -
  • სველი ხელმოწერით დამოწმებული ხელშეკრულება გთხოვთ წარმოადგინოთ შემდეგ მისამართებზე:
  1. საბურთალოს მომსახურების ცენტრი - ცინცაძის ქ. #57
  2. დიღომი - გელოვანის გამზირი
  3. გზატკეცილის მომსახურების ცენტრი - კახეთის გზატკეცილი
  4. რუსთავის მომსახურების ცენტრი - შარტავას გამზირი
  5. მარნეულის მომსახურების ცენტრი - რუსთაველის ქუჩა
  6. თელავის მომსახურების ცენტრი - აღმაშენებლის #1
  7. ხაშურის მომსახურების ცენტრი - იმერეთის ქ. #36
  8. ქუთაისის მომსახურების ცენტრი - ნიკეას ქ.
  9. ზუგდიდის მომსახურების ცენტრი - სოფ. ჭითაწყარი
  10. ფოთის მომსახურების ცენტრი - აღმაშენებლის ქუჩა 
  11. ბათუმის მომსახურების ცენტრი - ჰეიდარ აბაშიძის #91
  12. გონიოს მომსახურების ცენტრი - ხელვაჩაურის რ-ნი, ა.პირველწოდებულის ქუჩა
  13. ახალციხის მომსახურების ცენტრი - თამარაშვილის ქუჩა 

საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ. ფოსტა: cards@socar.ge
ტელეფონი: *0001

საწვავის ბარათები

რეგისტრაციისა და შესყიდვის დასაწყებად საჭიროა: 

  • იურიდიულმა პირებმა კონტრაქტის ხელმოსაწერად თან იქონიონ თავისი კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი და სხვა საკონტაქტო მონაცემები;
  • ფიზიკურმა პირებმა უნდა იქონიონ შემდეგი საბუთებიდან ერთ-ერთი – ID ბარათი/პასპორტი/მართვის მოწმობა.
  • ბარათების შეძენა შესაძლებელია ჩვენს ნებისმიერ სერვის ცენტრში.
  • ანგარიშსწორება შესაძლებელია ნაღდი ანგარიშსწორებით და/ან საბანკო გადარიცხვით.  
  • თანხის ჩარიცხვისთანავე, ელექტრონულად მიიღებთ ოფიციალურ ინვოისს. 
  • ბარათები აქტიურდება ინვოისის მიღების დადასტურებისთანავე.
  • საწვავის ბარათები უფასო და უვადოა. მათი გამოყენება შესაძლებელია ჩვენს ნებისმიერ  ავტოგასამართ სადგურზე.

 

საწვავის ბარათის უპირატესობები:

  • თქვენ შეგიძლიათ, მართოთ თქვენი საწვავის ანგარიში ონლაინ რეჟიმში.
  • თქვენ შეგიძლიათ, აკონტროლოთ ყველა ტრანზაქცია.
  • თქვენ შეგიძლიათ, დააწესოთ ლიმიტი, დაბლოკოთ ბარათი ან მოხსნათ ბლოკი.

საწვავის ტალონები

რეგისტრაციისთვის და შესყიდვის დასაწყებად საჭიროა:

  • იურიდიულმა პირებმა კონტრაქტის ხელმოსაწერად თან უნდა იქონიონ თავისი კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი და საკონტაქტო დეტალები.
  • ფიზიკურმა პირებმა უნდა იქონიონ შემდეგი საბუთებიდან ერთ-ერთი – ID ბარათი/პასპორტი/მართვის მოწმობა.
  • საწვავის ტალონების შეძენა შესაძლებელია ჩვენს ნებისმიერ სერვის ცენტრში.
  • გადახდა შესაძლებელია ნაღდი ანგარიშსწორებით და/ან საბანკო გადარიცხვით.  
  • ტალონების გამოყენება შესაძლებელია ჩვენს ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე.
  • ნებისმიერი ტიპის საწვავზე არსებობს შესაბამისი საწვავის ტალონი: ნანო სუპერი, ნანო პრემიუმი, ნანო ევრო რეგულარი, ნანო ევრო 5 დიზელი, ევრო 5 დიზელი (10, 20 და 50 ლიტრი) და CNG (1, 5 და 10).
  • თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ ტრანზაქციების დეტალური ანგარიში.
  • თანხის ჩარიცხვისთანავე, ელექტრონულად მიიღებთ ოფიციალურ ინვოისს. 
  • ტალონები გაიცემა ანგარიშ ფაქტურის დადასტურებისთანავე.