სოკარი თანამედროვე, მართვისა და ხარისხის კონტროლის სხვადასხვა საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე მოქმედი ორგანიზაციაა.
კომპანიამ სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებს სისტემური სახე მისცა და შექმნა გრძელვადიანი CSR სტრატეგია, რომელიც მოიცავს 5 მიმართულებას. ესენია:
- გარემოს დაცვა
- ახალგაზრდების მხარდაჭერა
- უსაფრთხოება
- ქალთა გაძლიერება
- შშმ პირების და ხანდაზმულების უფლებების რეალიზაცია
გარემოს დაცვა
- კომპანიას აშენებული აქვს არაერთი სკვერი თბილისსა და რეგიონებში, მათ შორის რეკრეაციული ზონები თბილისსა და რუსთავში.
- სოკარი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ნარჩენების მართვას და ყველა წესის დაცვით ახორციელებს უტილიზაციას.
- სოკარი ზრუნავს ეკოლოგიაზე საწვავის ხარისხის კონტროლით. კომპანიას გააჩნია საკუთარი აკრედიტებული ლაბორატორია და სისტემატურად წმენდს რეზერვუარებს.
- კომპანიას დაწყებული აქვს საწვავის ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატის მიღების პროცესი.
- სოკარის სადგურების უმრავლესობაზე (კახეთიდან ბათუმამდე არსებულ მთელს ავტობანზე და თბილისში) დამონტაჟებულია ელექტრო-მანქანების სატენები, რომელთა გამოყენება ამ ეტაპზე უფასოდაა შესაძლებელი, გარდა სწრაფი ელ. დამტენებისა.
- ბორჯომის ტყე-პარკის ტრაგიკული ხანძრის შედეგად განადგურებულ ტერიტორიაზე, კერძოდ 2 ჰექტარი მიწის ფართობზე, 4,700 ძირი ხე დაირგო.
- თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, კერძოდ ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში არსებული ტერიტორია გამწვანდა და 1,500-მდე ძირი ხე დაირგო.
- სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი ჩაერთო მსოფლიოს დასუფთავების დღის 2019 წლის აქციაში და ღონისძიების ფარგლებში, თანამშრომლებმა მოხალისეებთან ერთად დაასუფთავეს რუსთავის ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორია.
ახალგაზრდების მხარდაჭერა
- სოკარი აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდულ სპორტს, მეტწილად ფეხბურთსა და რაგბის.
- ახალგაზრდების მხარდაჭერა სოკარის CSR სტრატეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და Young Lions Georgia-სთან კომპანია უკვე რამდენიმე წელია თანამშრომლობს.
- Driving Academy, არის ავტოსკოლა რომელიც გაიხსნა სოკარის დახმარებით, ავტოსკოლაში ახალგაზრდებს მთელი წლის განმავლობაში შეასწავლიან ავტომობილის მართვას და გზებზე უსაფრთხოების წესებს.
ქალთა გაძლიერება
ბოლო წლების მანძილზე სოკარს რამდენიმე საინფორმაციო კამპანია ჰქონდა ქალთა გაძლიერების მიმართულებით.
- ცნოებიერების ამაღლება საავტომობილო სტიკერების #ქალივიციმესაჭესთან საშუალებით და ამ ნაბიჯით არსებულ სტერეოტიპებთან შეწინააღმდეგება.
- იგივე კამპანიის ფარგლებში ყოველკვირეული საინფორმაციო პოსტების გამოქვეყნება სოკარის ფეისბუქ გვერდზე, სადაც ასახულია ქართველ და უცხოელ ქალებზე საინტერესო ისტორიები, მათი სამეცნიერო მიღწევები და გამბედაობა.
- ქალთა გაძლიერების მიმართულებით, 2018 წელს, სოკარი შეუერთდა გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებს, რაც გულისხმობს სამუშაო ადგილებზე ქალთა უფლებების მაქსიმალურად დაცვას, ქალების წახალისებას მაღალი რგოლის მენეჯმენტის პოზიციებზე და ქალების დასაქმებას ე.წ. „არატრადიციულ თანამდებობებზე“. პროექტის მიზანია აგრეთვე სქესობრივი დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროვების აღმოფხვრა და პრევენცია.
- სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი გახდა ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ წევრი კომპანია.
- სოკარი ყოველთვის გვერდში ედგა ქართულ სპორტს და ამ მხრივ არც ქალთა ფეხბურთი იყო გამონაკლისი.
უსაფრთხოება
- კომპანია მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს საგზაო უსაფრთხოების საკითხებს და სამუშაო ადგილებზე თანამშრომლების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას.
- სოკარი ნერგავს და მომავალშიც გააუმჯობესებს H&S სისტემებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული პერსონალის ჯანმრთელობა სამუშაო ადგილზე.
- კომპანია უზრუნველყოფს ყველა თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს.
- სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი ეწევა საგზაო უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების პოპულარიზაციას, სხვადასხვა კამპანიების საშუალებით სოციალურ ქსელებსა და მედიაში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით.
შშმ პირების და ხანდაზმულების უფლებების რეალიზაცია.
- კომპანია 2019 წლიდან მხარს უჭერს პროექტს „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად მრავალი სპორტული ღონისძიება და სპორტული ბანაკი იმართება. ბანაკში მონაწილეობას იღებენ საომარი მოქმედებების დროს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები, ვეტერანები, ცნობილი სახეები და რეგიონებში მცხოვრები შშმ პირები.
- კომპანიამ დაიწყო სადგურებზე არსებული სველი წერტილების ეტაპობრივი ადაპტაცია. 2019 წელს ავტობანზე მდებარე სადგურებთან არსებული საპირფარეშობის ნაწილი მოერგო შშმ პირთა საჭიროებებს.
- სოკარ ჯორჯია გაზი წლების განმავლობაში აფინანსებს ზესტაფონის კათარზისის ფილიალს.