პირადი სივრცე
ონლაინ კონსულტაცია
FAQ

რა გავაკეთო თუ ბარათი დავკარგე?

ბარათის დაკარგვის შემთხვევაში მოდიხართ სოკარის ქსელის ნებისმიერ სადგურზე ან მომსახურების ცენტრში და იღებთ ახალ ბარათს. ახალი ბარათის გააქტიურების შემდეგ, ძველი ბარათი ავტომატურად გაგიუქმდებათ.

როგორ ხდება ავტოგასამართი სადგურიდან და ნავთობ ბაზებიდან საწვავის ტენდერის ფარგლებში გატანა?

სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციას/იურიდიულ პირს, რომელიც დარეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, შეუძლია სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის ვებ-გვერდიდან ჩამოტვირთოს და შეავსოს შესაბამისი ხელშეკრულებისა და ასევე საწვავის მიწოდების მოთხოვნის ნიმუში (ნავთობ ბაზებიდან საწვავის მიწოდების შემთხვევაში) და დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით ან/და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით შემდეგ კი გამოაგზავნოს ელ-ფოსტის მისამართზე: d.tetvadze@socar.ge 

საწვავის აგს-დან გატანა ხდება აგაი სისტემით. ასევე შესაძლებელია საწვავის პლასტიკური ბარათებით ან/და ტალონებით გატანა, ამ შემთხვევაში აუცილებელია სპეციალური ნებართვა "სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტოდან".

ნ-ბაზიდან საწვავის ტრანსპორტირებას ახორციელებს მიმწოდებელი კომპანია. ამასთანავე ნ-ბაზიდან მიწოდებული საწვავის რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 3000 ლიტრი

 

რა შემთხვევაში არის საჭირო საწვავის გატანისას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ნებართვა?

საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწვავის გატანა ხორციელდება ტალონით ან ბარათით.

საჭიროა თუ არა აგაი-ს სისტემაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ნებართვა?
არ არის საჭირო
შემიძლია თუ არა ქულების დაგროვება მანამ სანამ ბარათი არ გააქტიურდება?

ქულების დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ ბარათის გააქტიურების შემდეგ. ბარათის გააქტიურებისათვის საჭიროა მაქსიმუმ ორი სამუშაო დღე, გააქტიურებისას მიიღებთ სმს-ს. გარდა ამისა, აქტიური ბარათი გამოჩნდება სოკარის აპლიკაციაშიც.

რა ფუნქციები აქვს ახალ ენერჯი ბარათს?

ახალ ენერჯი ბარათს ორი ძირითადი ფუქნქცია აქვს: 1) ქულებისდაგროვების რეჟიმი;  2) გადახდის ფუნქცია.

რამდენი ქულა დამერიცხება ახალი ენერჯი ბარათით სარგებლობის შემთხვევაში?

საწვავის შეძენის შემთხვევაში, ყოველ შეძენილ ლიტრზე 3 ქულა დაგერიცხებათ ბარათზე. ასევე, გაქვთ შესაძლებლობა დააგროვოთ გაორმაგებული ქულები, თუკი საწვავს წინასწარ შეიძენთ და დარიცხავთ ენერჯი ბარათზე სოკარის აპლიკაციის (SOCAR GEO) ან ვებ-გვერდის (www.sgp.ge) მეშვეობით. ამ შემთხვევაში შეძენილ 1 ლიტრ საწვავზე (ბენზინი/დიზელი) დაგერიცხებათ 6 თეთრი.

 

როგორ მუშაობს ენერჯი ბარათით გადახდის ფუნქცია?

საწვავის ენერჯი ბარათის მეშვეობით შეძენა შესაძლებელია, თუკი საწვავს წინასწარ შეიძენთ სოკარის აპლიკაციის (SOCAR GEO) ან ვებ-გვერდის (www.sgp.ge) მეშვეობით. სადგურზე მისვლისას აღარ დაგჭირდება ნაღდი ფული და საბანკო ბარათი. თანაც ნაღდი ფულით გადახდის დროს თქვენ აგროვებთ 3 ქულას ყოველ შეძენილ ლიტრზე, ხოლო ენერჯი ბარათით გადახდისას - 6 ქულას.

ერთი ქულა რამდენი ლარია/თეთრია?

ერთი ქულა უდრის ერთ თეთრს, 1 ქულა=1 თეთრს.

სად შემიძლია ქულების გადაცვლა?

ქულების გადაცვლა შესაძლებელია საწვავში, კომუნალურ გადასახადებში და მობილურზე სასარგებლო დროში. დაგროვებული ქულების გამოყენება შესაძლებელია მომავალი წლის ბოლომდე.

ქულების გადაცვლა შესაძლებელია როგორც აპლიკაციის საშუალებით, ასევე პირდაპირ ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე.

პროდუქტის ქულებით შეძენის შემთხვევაში ისევ მიგროვდება ქულა?

არა, ქულებით შეძენის შემთხვევაში ქულები არ გროვდება.

რა ჰქვია აპლიკაციას და საიდან უნდა გადმოვწერო?

სოკარი აპლიკაციას ჰქვია SOCAR GEO, შეგიძლიათ გადმოიწეროთ ეფსთორიდან ან ფლეისთორიდან.

საწვავის შეძენის გარდა, რა ფუნქციები აქვს აპლიკაციას?

აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლიათ სადგურის შეფასება, სიახლეების ნახვა, საწვავის შესყიდვის ისტორიის ნახვა, შემოწმება თუ რამდენი ქულა გაქვთ დაგროვილი, ა. შ. 

ვინ უზრუნველყოფს მომსახურებას?

მომსახურებას უზრუნველყოფს სათაო ოფისი.

დაზიანებული/დაკარგული ბარათის აღდგენა ყოველ ჯერზე უფასოა?

დიახ.

ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობის მიღება?

პროგარამაში მონაწილეობის მიღებას და დიზელის შეღავათიან ფასად მიღებას შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელი ის ფიზიკური და იურიდიულ პირები, რომელთაც გააჩნიათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრებად რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა სასოფლო-სამეურნეოდანიშნულების მიწის ნაკვეთი, გარდა საძოვარისა; ან პირები, რომლებიც მოახდენენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას და დაზუსტებას. პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალიწინებულია ერთ ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეოდანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გადაცემა.

როგორ მივიღო დიზელის ფასდაკლების ბარათი?

ფერმერებისთვის ფასდაკლების ბარათის გადაცემა განხორციელდება სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურების ოფისებში, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, არსებულ მუნიციპალურ ცენტრებში. აგროდიზელის ფასდაკლების ბარათის მისაღებად უნდა გამოცხადნენ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები და თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. სხვა პირის გამოცხადების შემთხვევაში, პირს თან უნდა ჰქონდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა. სამინისტროს მიერ ტალონების გაცემა აგრეთვე ხდება დისტანციურად ვებგვერდის https://my.mepa.gov.ge საშუალებით.

რა პერიოდიდან არის არის შესაძლებელი ტალონების გააქტიურება?

პირველი ეტაპის ტალონების გააქტიურება შესაძლებელია 01.02.2021 -დან
მეორე ეტაპის ტალონების გააქტიურება შესაძლებელია 01.04.2021 - დან
მესამე ეტაპის ტალონების გააქტიურება შესაძლებელია 01.07.2021 - დან

როდიდან და როდემდე არის შესაძლებელი პროგრამაში მონაწილეობის მიღება?

2020 წლის მაისის მეორე ნახევრიდან, ეტაპობრივად რიგდება ფასდაკლების ბარათები და მათი გამოყენება შესაძლებელი იქნება მიმდინარე 2021 წლის ბოლომდე.

რა შეღავათს გულისხმობს დიზელის ფასდაკლების ბარათი?

პროგრამაში ჩართულ ფერმერებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებში დაურიგდებათ სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ფასდაკლების ბარათები. აღნიშნული საწვავის ბარათებით, პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს, შესაძლებლობა ექნებათ, დიზელის საწვავი, მიმდინარე წლის განმავლობაში, შეღავათიან ფასად შეიძინონ.

1 მაისიდან დიზელის საწვავის ფასი ბენზინგასამართი სადგურებიდან, ისევე როგორც ბაზიდან შეძენის შემთხვევაში 2.25 ლარია.

მიწის თანამესაკუთრეობის შემთხვევაში როგორ ხდება ფასდაკლების ბარათების მიღება?

მიწის თანამესაკუთრეობის შემთხვევაში, აგროდიზელის ფასდაკლების ბარათების გაცემა შესაძლებელია ერთ-ერთ თანამესაკუთრეზე, რომელსაც თან უნდა ჰქონდეს სხვა თანამესაკუთრეთა  ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა.

როგორ განისაზღვრება საწვავის ლიმიტი?

სუბსიდირება შეადგენს 1 ჰა-ზე გაანგარიშებით 150 ლიტრი დიზელის შეღავათიან ფასად შეძენას; 10 ჰა-ზე 1500 ლიტრის შეღავათიან ფასად შეძენას; ამგვარი დაანგარიშებით 100 ჰა-ს ჩათვლით. 100 ჰა და მეტი მიწის ფართობის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები შეღავათიან ფასად შეიძენენ არაუმეტეს 15000 ლიტრ დიზელს.

რამდენი ადამიანი ისარგებლებს აგრო დიზელის პროგრამით?

200,000-ზე მეტი ფერმერი შეძლებს ისარგებლოს აღნიშნული პროგრამით.

რა პროცედურა უნდა გაიაროს ფერმერმა საწვავის ავტოგასამართ სადგურზე გასანაღდებლად?

ავტოგასამართ სადგურზე ფერმერმა უნდა წარადგინოს საწვავის ბარათი, გადაიხადოს თანხა (ნაღდი ან უნაღდო ანაგიშსწორებით) და შეუძლიასაწვავი ეტაპობრივად გაანაღდოს 31 დეკემბრამდე 24 საათის განმავლობაში.

სად უნდა წარადგინონ ინფორმაცი იურიდიულმა პირებმა?

იურიდიულ პირებს, რომელთაც „აგრო დიზელის“ პროექტის ფარგლებში შეძენილ საწვავზე ესაჭიროებათ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ელექტრონულ მისამართზე agro@socar.ge, ყოველი თვის ბოლოს საჭიროა დასკანერებულ საკასო ჩეკებთან ერთად გადმოაგზავნონ ინფორმაცია: ორგანიზაციის დასახელება, ორგანიზაციის ს/კ,საწვავის ოდენობა, ერთ. ფასი, ჯამური ფასი, თარიღი.  დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართონ „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“-ს ცხელ ხაზს *0001.

არის თუ არა საჭირო მინდობილობა იურიდიული პირის რეგისტრაციისთვის?

მინდობილობა არ არის საჭირო.

რამდენი ხანია სოკარი მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე?

15 წელია.

რამდენი სახის საწვავის რეალიზებას ახორციელებს სოკარი?

სოკარს საქართველოში შემოაქვს:

  • ნანო სუპერი (98 ოქტანობის) – Euro 5
  • ნანო პრემიუმი (95 ოქტ.) – Euro 5
  • ნანო ევრო რეგულარი (92/93 ოქტ.) – Euro 5
  • ნანო დიზელი (გოგირდი <100 ppm) – Euro 3/4
  • ნანო ევრო დიზელი (გოგირდი <10 ppm ) – Euro 5
  • CNG
  • LPG

 

რომელი ქვეყნის საწვავის რეალიზაციას ახორციელებს სოკარი საქართველოში?

სოკარის ყველა სახეობის საწვავი, გარდა ნანო დიზელისა, ევროპული წარმოშობისაა. კერძოდ, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან და სრულად აკმაყოფილებს Euro 5-ს სტანდარტს.

ნანო დიზელის ექსპორტი ხორციელდება აზერბაიჯანიდან და აკმაყოფილებს Euro 3/4-ს სტანდარტებს.

რამდენი ავტოგასამართი სადგური აქვს სოკარს საქართველოში?

სოკარს აქვს 111 ავტოგასამართი სადგური, აქედან 8 მხოლოდ გაზგასამართი სადგურია, ხოლო 24 – კომბინირებული.

სად შემიძლია ახალი ენერჯი ბარათის აღება?

განახლებული ენერჯი ბარათის აღება შეგიძლიათ სოკარის ქსელის ავტო-გასამართ სადგურებსა და სერვის ცენტრებში. ამისთვის, საჭიროა თან იქონიოთ პირადობის  დამადასტურებელი ან მართვის მოწმობა. ბარათის გააქტიურებისთვის საჭიროა მაქსიმუმ ორი სამუშაო დღე. ბარათის გააქტიურების შემდეგ მიიღებთ სმს-ს.

რამდენი მომსახურების ცენტრი აქვს სოკარს ?

ამჟამად ფუნქციონირებს სოკარის 12 მომსახურების ცენტრი:

თბილისი (3 მ/ც): საბურთალო, გელოვანი, აეროპორტი;

რეგიონები (9  მ/ც): ხაშური, ქუთაისი, ბათუმი, გონიო, ფოთი, ზუგდიდი, თელავი, რუსთავი, ახალციხე.


რა ღირს ახალი ენერჯი ბარათი?

ენერჯი ბარათის აღება უფასოა.

რა არის საწვავის ბარათი?

საწვავის ბარათი გახლავთ კომფორტული სადებეტო ბარათი, რომელზეც წინასწარ იძენთ თქვენთვის სასურველი საწვავის საჭირო ოდენობას, შემდგომ კი ბალანსს პირადი კაბინეტიდან მართავთ. 

ვის შეუძლია, გახდეს საწვავის ბარათის მფლობელი?

ნებისმიერ მომხმარებელს, როგორც ფიზიკურ, ისე იურდიულ პირს შეუძლია, გახდეს  საწვავის ბარათის მფლობელი. 

როგორ გავხდე საწვავის ბარათის მფლობელი?

ფიზიკური პირი, რომელსაც სურს საწვავის ბარათის აღება, უნდა მობრძანდეს სოკარის ნებისმიერ მომსახურების ცენტრში, წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და გაიაროს რეგისტრაცია.

როგორ უნდა დავრეგისტრირდე იურიდიული პირის სტატუსით?

იურიდიული პირი, რომელსაც სურს, სოკარის მომხმარებელთა ბაზაში დარეგისტრირება, უნდა მობრძანდეს სოკარის ნებისმიერ სერვის ცენტრში და კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდის და დასახელების საფუძველზე დაარეგისტრიროს იურიდიული პირი.

რა დოკუმენტაცია არის საჭირო იურიდიული პირის რეგისტრაციისთვის?

კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი და დასახელება.

რომელ ქვეყნებში ოპერირებს კომპანია სოკარი?

სოკარი გახლავთ მულტინაციონალური ნავთობკომპანია, რომელიც ფუნქციონირებს 6 ქვეყანაში: საქართველოში, აზერბაიჯანში, თურქეთში, უკრაინაში, რუმინეთსა და შვეიცარიაში.

ვინ შეიძლება დაარეგისტრიროს იურიდიული პირი?

იურიდიული პირი შეუძლია დაარეგისტრიროს ნებისმიერმა პირმა, რომელიც სერვის  ცენტრში წარმოადგენს კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდსა და დასახელებას.

არის თუ არა რეგისტრაციის განსხვავებული პროცედურა დღგ-ს გადახდისგან გათავისუფლებული იურიდიული/ფიზიკური პირისთვის?

დღგ-ს გადახდისგან გათავისუფლებული იურიდიული/ფიზიკური პირი რეგისტრაციისთვის გადის იმავე პროცედურას, რაც განკუთვნილია დღგ-ს გადამხდელი იურიდიული პირისთვის.

როგორ გავხდე საწვავის ბარათის მფლობელი?

იურიდიულ პირს, რომელსაც სურს გახდეს საწვავის ბარათის მფლობელი შეუძლია, მივიდეს სერვის ცენტრში, წარადგინოს კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და გაიაროს რეგისტრაცია.

არის თუ არა საჭირო მინდობილობა?

მინდობილობა არ არის საჭირო.

ვის შეუძლია საწვავის ბარათის დამზადებაზე განაცხადის გაკეთება?

საწვავის ბარათზე განაცხადი შეუძლია გააკეთოს ნებისმიერმა პირმა, რომელიც წარმოადგენს იურიდიული პირის დასახელებას და საიდენტიფიკაციო კოდს.

რა ვადაში ხდება საწვავის ბარათის გატანა მომსახურების ცენტრიდან?

მომსახურების ცენტრიდან ბარათების გაცემა ხდება ერთიდან სამი სამუშაო დღის ვადაში ვადაში, ბარათების რაოდენობიდან გამომდინარე.

შესაძლებელია თუ არა საწვავის ბარათის გრავირება?

დიახ, შესაძლებელია, განაცხადში წინასწარ მითითების საფუძველზე. სერვის ცენტრიდან გრავირებული ბარათების გაცემა ხდება სამი სამუშაო დღის ვადაში.

კომპანია უზრუნველყოფს მხოლოდ  იმ პლასტიკური ბარათების იდენტიფიცირება, რომელზეც დატანილია ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი. 


 

იურიდიული პირის შემთხვევაში როგორ ხდება რეცხვის ტალონის შეძენა?

იურიდიულ პირს, რომელსაც სურს რეცხვის ტალონის შეძენა შეუძლია მიბრძანდეს სერვის ცენტრში, წარადგინოს კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და მოახდინოს ანგარიშსწორება.

ანგარიშსწორებიდან რა ვადაში გაიცემა რეცხვის ტალონი?

რეცხვის ტალონის გაცემა ხდება ადგილზევე იურიდიული პირის მხრიდან ელექტრონული ანგარიშფაქტურის დადასტურების შემდგომ.

შესაძლებელია თუ არა სითხის სახით საწვავის შეძენა?
დიახ, შესაძლებელია
მინიმუმ რა რაოდენობის შეძენა არის შესაძლებელი?

მინიმუმ 3200 ლიტრის.