პირადი სივრცე
ონლაინ კონსულტაცია
FAQ

რომელ ქვეყნებში ოპერირებს კომპანია სოკარი?

სოკარი გახლავთ მულტინაციონალური ნავთობკომპანია, რომელიც ფუნქციონირებს 7 ქვეყანაში: შვეიცარია, ავსტრია, რუმინეთი, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და საქართველო.

რა ფუნქციები აქვს ახალ ენერჯი ბარათს?

ახალ ენერჯი ბარათს სამი ძირითადი ფუქნქცია აქვს:

1) ფასდაკლების ფუნქცია;

2) ქულების დაგროვების რეჟიმი; 

3) გადახდის ფუნქცია.

როგორ მუშაობს ენერჯი ბარათით გადახდის ფუნქცია?

საწვავის ენერჯი ბარათის მეშვეობით შეძენა შესაძლებელია, თუკი საწვავს წინასწარ შეიძენთ სოკარის აპლიკაციის (SOCAR GEO) ან ვებ-გვერდის (www.sgp.ge) მეშვეობით. სადგურზე მისვლისას აღარ დაგჭირდება ნაღდი ფული და საბანკო ბარათი. თანაც ნაღდი ფულით გადახდის დროს თქვენ აგროვებთ 3 ქულას ყოველ შეძენილ ლიტრზე, ხოლო ენერჯი ბარათით გადახდისას - 6 ქულას.

რამდენი ქულა დამერიცხება ახალი ენერჯი ბარათით სარგებლობის შემთხვევაში?

საწვავის შეძენის შემთხვევაში, ყოველ შეძენილ ლიტრზე 3 ქულა დაგერიცხებათ ბარათზე. ასევე, გაქვთ შესაძლებლობა დააგროვოთ გაორმაგებული ქულები, თუკი საწვავს წინასწარ შეიძენთ და დარიცხავთ ენერჯი ბარათზე სოკარის აპლიკაციის (SOCAR GEO) ან ვებ-გვერდის (www.sgp.ge) მეშვეობით. ამ შემთხვევაში შეძენილ 1 ლიტრ საწვავზე (ბენზინი/დიზელი) დაგერიცხებათ 6 თეთრი.

 

რა ჰქვია აპლიკაციას და საიდან უნდა გადმოვწერო?

სოკარის აპლიკაციას ჰქვია SOCAR GEO, შეგიძლიათ გადმოიწეროთ ეფსთორიდან ან ფლეისთორიდან.

პროდუქტის ქულებით შეძენის შემთხვევაში ისევ მიგროვდება ქულა?

არა, ქულებით შეძენის შემთხვევაში ქულები არ გროვდება.

ერთი ქულა რამდენი ლარია/თეთრია?

ერთი ქულა უდრის ერთ თეთრს, 1 ქულა=1 თეთრს.

საწვავის შეძენის გარდა, რა ფუნქციები აქვს აპლიკაციას?

აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლიათ სადგურის შეფასება, სიახლეების ნახვა, საწვავის შესყიდვის ისტორიის ნახვა, შემოწმება თუ რამდენი ქულა გაქვთ დაგროვილი, ქულების გადაცვლა საწვავში და ა.შ.

სად შემიძლია ქულების გადაცვლა?

ქულების გადაცვლა შესაძლებელია ვეი მარტის ქსელში, საწვავში, კომუნალურ გადასახადებში და მობილურზე სასარგებლო დროში. დაგროვებული ქულების გამოყენება შესაძლებელია მომავალი წლის ბოლომდე.

ქულების გადაცვლა შესაძლებელია როგორც აპლიკაციის საშუალებით, ასევე პირდაპირ ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე.

საწვავის შეძენა შესაძლებელია პირადაპირ ქულებით თუ ჯერ უნდა გადაიცვალოს თანხაში/საწვავში და შემდეგ ვანაღდებთ ავტოგასამართ სადგურზე?

ავტოგასამართ სადგურზე ან მარკეტში პირდაპირ ქულებით შეგვიძლია პროდუქტის შეძენა, წინასწარ თანხაში ან საწვავში გადაცვლა არ არის საჭირო (1 ქულა =1 თეთრს). აპლიკაციას და საიტს ვიყენებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მომხმარებელს სურს საწვავის წინასწარ  შეძენა და ენერჯი ბარათზე დარიცხვა, რა დროსაც აქვს მეტი სარგებელი გაორმაგებული ქულების სახით.

რა გავაკეთო თუ ბარათი დავკარგე?

ბარათის დაკარგვის შემთხვევაში მოდიხართ სოკარის ქსელის ნებისმიერ სადგურზე ან მომსახურების ცენტრში და იღებთ ახალ ბარათს. ახალი ბარათის გააქტიურების შემდეგ, ძველი ბარათი ავტომატურად გაგიუქმდებათ.

რა ღირს ახალი ენერჯი ბარათი?

ენერჯი ბარათის აღება უფასოა.

შემიძლია თუ არა ქულების დაგროვება მანამ სანამ ბარათი არ გააქტიურდება?

ქულების დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ ბარათის გააქტიურების შემდეგ.

ბარათის გააქტიურებისათვის საჭიროა მაქსიმუმ ორი სამუშაო დღე, გააქტიურებისას მიიღებთ სმს-ს. გარდა ამისა, აქტიური ბარათი გამოჩნდება სოკარის აპლიკაციაშიც.

საჭიროა თუ არა აგაი-ს სისტემაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ნებართვა?
არ არის საჭირო
რა შემთხვევაში არის საჭირო საწვავის გატანისას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ნებართვა?

საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწვავის გატანა ხორციელდება ტალონით ან ბარათით.

როგორ ხდება ავტოგასამართი სადგურიდან და ნავთობ ბაზებიდან საწვავის ტენდერის ფარგლებში გატანა?

სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციას/იურიდიულ პირს, რომელიც დარეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, შეუძლია სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის ვებ-გვერდიდან ჩამოტვირთოს და შეავსოს შესაბამისი ხელშეკრულებისა და ასევე საწვავის მიწოდების მოთხოვნის ნიმუში (ნავთობ ბაზებიდან საწვავის მიწოდების შემთხვევაში) და დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით ან/და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით შემდეგ კი გამოაგზავნოს ელ-ფოსტის მისამართზე: d.tetvadze@socar.ge 

საწვავის აგს-დან გატანა ხდება აგაი სისტემით. ასევე შესაძლებელია საწვავის პლასტიკური ბარათებით ან/და ტალონებით გატანა, ამ შემთხვევაში აუცილებელია სპეციალური ნებართვა "სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტოდან".

ნ-ბაზიდან საწვავის ტრანსპორტირებას ახორციელებს მიმწოდებელი კომპანია. ამასთანავე ნ-ბაზიდან მიწოდებული საწვავის რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 3000 ლიტრი

 

ვინ უზრუნველყოფს მომსახურებას?

მომსახურებას უზრუნველყოფს სათაო ოფისი.

მინიმუმ რა რაოდენობის შეძენა არის შესაძლებელი?

მინიმუმ 3200 ლიტრის.

შესაძლებელია თუ არა სითხის სახით საწვავის შეძენა?
დიახ, შესაძლებელია
ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობის მიღება?

პროგარამაში მონაწილეობის მიღებას და დიზელის შეღავათიან ფასად მიღებას შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელი ის ფიზიკური და იურიდიულ პირები, რომელთაც გააჩნიათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრებად რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა სასოფლო-სამეურნეოდანიშნულების მიწის ნაკვეთი, გარდა საძოვარისა; ან პირები, რომლებიც მოახდენენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას და დაზუსტებას. პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალიწინებულია ერთ ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეოდანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გადაცემა.

დაზიანებული/დაკარგული ბარათის აღდგენა ყოველ ჯერზე უფასოა?

დიახ.

როგორ გავხდე საწვავის ბარათის მფლობელი?

ფიზიკური პირი, რომელსაც სურს საწვავის ბარათის აღება, უნდა მობრძანდეს სოკარის ნებისმიერ მომსახურების ცენტრში, წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და გაიაროს რეგისტრაცია.

ვის შეუძლია, გახდეს საწვავის ბარათის მფლობელი?

ნებისმიერ მომხმარებელს, როგორც ფიზიკურ, ისე იურდიულ პირს შეუძლია, გახდეს  საწვავის ბარათის მფლობელი. 

რა არის საწვავის ბარათი?

საწვავის ბარათი გახლავთ კომფორტული სადებეტო ბარათი, რომელზეც წინასწარ იძენთ თქვენთვის სასურველი საწვავის საჭირო ოდენობას, შემდგომ კი ბალანსს პირადი კაბინეტიდან მართავთ. 

რამდენი მომსახურების ცენტრი აქვს სოკარს ?

ამჟამად ფუნქციონირებს სოკარის 13 მომსახურების ცენტრი:

ჩვენი მისამართებია -

 

თბილისი:


1. საბურთალოს მომსახურების ცენტრი - ცინცაძის ქ. #57
2. დიღომი; გელოვანის მომსახურების ცენტრი - მ.გელოვანის გამზირი, სოფ.დიღომი სოკარის აგს (აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარედ)
3. გზატკეცილის მომსახურების ცენტრი - კახეთის გზატკეცილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს 8 ლეგიონის მოპირდაპირედ.

 

ქვემო ქართლი:


4. რუსთავის მომსახურების ცენტრი - შარტავას გამზ.4 (სოკარის აგს-ზე)

5. მარნეულის მომსახურების ცენტრი - რუსთაველის ქუჩა. (სოკარის აგს-ზე)

 

კახეთი:

 

6. თელავის მომსახურების ცენტრი - აღმაშენებლის 1. #15ა

შიდა ქართლი:

7. ხაშურის მომსახურების ცენტრი - იმერეთის ქ. #36 (სოკარის აგს-ზე)

 

იმერეთი:

 

8. ქუთაისის მომსახურების ცენტრი - ნიკეას ქ. #8

 

სამეგრელო:

 

9. ზუგდიდის მომსახურების ცენტრი - სოფ. ჭითაწყარი (სოკარის აგს-ზე)
10. ფოთის მომსახურების ცენტრი - აღმაშენებლის ქუჩა (სოკარის აგს-ზე)



აჭარა:


11. ბათუმის მომსახურების ცენტრი - ჰეიდარ აბაშიძის #91 (სოკარის აგს-ზე)
12. გონიოს მომსახურების ცენტრი - ხელვაჩაურის რ-ნი, ა.პირველწოდებულის ქუჩა (სოკარის აგს-ზე)

 

სამცხე ჯავახეთი:

 

13. ახალციხის მომსახურების ცენტრი - თამარშვილის ქუჩა (აბასთუმნის გზატკეცილი, მდ.ფოცხოვის მარცხენა სანაპირო (სოკარის აგს-ზე)​

 


სად შემიძლია ახალი ენერჯი ბარათის აღება?

განახლებული ენერჯი ბარათის აღება შეგიძლიათ სოკარის ქსელის ავტო-გასამართ სადგურებსა და სერვის ცენტრებში. ამისთვის, საჭიროა თან იქონიოთ პირადობის  დამადასტურებელი ან მართვის მოწმობა. ბარათის გააქტიურებისთვის საჭიროა მაქსიმუმ ორი სამუშაო დღე. ბარათის გააქტიურების შემდეგ მიიღებთ სმს-ს.

რამდენი ავტოგასამართი სადგური აქვს სოკარს საქართველოში?

საქართველოს მასშტაბით, სოკარს აქვს 107 ავტოგასამართი სადგური.

როგორ გავხდე საწვავის ბარათის მფლობელი?

იურიდიულ პირს, რომელსაც სურს გახდეს საწვავის ბარათის მფლობელი შეუძლია, მივიდეს სერვის ცენტრში, წარადგინოს კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და გაიაროს რეგისტრაცია.

შესაძლებელია თუ არა საწვავის ბარათის გრავირება?

დიახ, შესაძლებელია, განაცხადში წინასწარ მითითების საფუძველზე. სერვის ცენტრიდან გრავირებული ბარათების გაცემა ხდება სამი სამუშაო დღის ვადაში.

კომპანია უზრუნველყოფს მხოლოდ  იმ პლასტიკური ბარათების იდენტიფიცირება, რომელზეც დატანილია ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი. 


 

რა ვადაში ხდება საწვავის ბარათის გატანა მომსახურების ცენტრიდან?

მომსახურების ცენტრიდან ბარათების გაცემა ხდება ერთიდან სამი სამუშაო დღის ვადაში ვადაში, ბარათების რაოდენობიდან გამომდინარე.

ვის შეუძლია საწვავის ბარათის დამზადებაზე განაცხადის გაკეთება?

საწვავის ბარათზე განაცხადი შეუძლია გააკეთოს ნებისმიერმა პირმა, რომელიც წარმოადგენს იურიდიული პირის დასახელებას და საიდენტიფიკაციო კოდს.

არის თუ არა საჭირო მინდობილობა?

მინდობილობა არ არის საჭირო.

არის თუ არა რეგისტრაციის განსხვავებული პროცედურა დღგ-ს გადახდისგან გათავისუფლებული იურიდიული/ფიზიკური პირისთვის?

დღგ-ს გადახდისგან გათავისუფლებული იურიდიული/ფიზიკური პირი რეგისტრაციისთვის გადის იმავე პროცედურას, რაც განკუთვნილია დღგ-ს გადამხდელი იურიდიული პირისთვის.

ვინ შეიძლება დაარეგისტრიროს იურიდიული პირი?

იურიდიული პირი შეუძლია დაარეგისტრიროს ნებისმიერმა პირმა, რომელიც სერვის  ცენტრში წარმოადგენს კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდსა და დასახელებას.

არის თუ არა საჭირო მინდობილობა იურიდიული პირის რეგისტრაციისთვის?

მინდობილობა არ არის საჭირო.

რა დოკუმენტაცია არის საჭირო იურიდიული პირის რეგისტრაციისთვის?

კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი და დასახელება.

როგორ უნდა დავრეგისტრირდე იურიდიული პირის სტატუსით?

იურიდიული პირი, რომელსაც სურს, სოკარის მომხმარებელთა ბაზაში დარეგისტრირება, უნდა მობრძანდეს სოკარის ნებისმიერ სერვის ცენტრში და კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდის და დასახელების საფუძველზე დაარეგისტრიროს იურიდიული პირი.