BMW Club Georgia-ს მიერ ჩატარებული კონკურსის - "ავტონალი 2023-ის" სეზონის წარმდგენია SOCAR Georgia Petroleum.
წლის საუკეთესო ხელოსნები ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდნენ შემდეგ კატეგორიებში:
პლასტმასი: შაკო მუჭაური
ელექტროობა: შალვა გოდერძიშვილი
სავალი ნაწილი: კახა ყაულაშვილი
ტუნინგი: ირაკლი მაჩიტიძე
მეთუნუქე: ბაკურ ხარებავა
ძრავის ხელოსანი: თორნიკე ბერიძე
მღებავი: მამუკა ზაქარაია.
"ავტონალი 2023"-ის გამარჯვებული ხელოსნები სოკარისგან ხელნაკეთი თასითა და 300 ლიტრი საწვავით დაჯილდოვდნენ.