სწრაფი ელექტროდამტენი სოკარისაგან

Blog Single

სოკარის ქსელში უკვე 8 ელექტროდამტენია. LEVEL 2 ელექტროდამტენებით საქართელოს 6 რეგიონში შეგიძლიათ ისარგებლოთ. მათ შორის, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში დამტენები კაბელებითაა აღჭურვილი. დამტენები ეკუთვნის კომპანია E-SPACE-ს, რომელიც უფასოდ ემსახურება კლიენტებს. 

უახლოეს მომავალში თბილისში კიდევ ერთი დამტენი გაიხსნება. მანამდე კი, სასიამოვნო სიახლე გვაქვს - ურბნისის კომპლექსში ამოქმედდა პირველი საჯარო სწრაფი დამტენი.  სწრაფი დამტენი 2 სხვადასხვა სახის კაბელით არის აღჭურვილი და მომსახურება აქაც უფასოა.

E-SPACEისა და სოკარ-ის თანამშრომლობა გრძელდება და მალე მომხმარებელს მეტ ელექტროდამტენს შევთავაზებთ.