1918 წლის 28 მაისს, თბილისში შეიქმნა აზერბაიჯანის ეროვნული საბჭო და ხელი მოეწერა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დეკლარაციას. მამად ამინ რასულზადეს მიერ დაარსებული აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა, პირველი სეკულარული ქვეყანა გახდა მუსულმანურ სამყაროში.
ამას გარდა აზერბაიჯანი გახდა პირველი მუსულმანური ქვეყანა, სადაც კონსტიტუციით ქალთა უფლებები კაცთა უფლებებს გაუთანაბრდა.
ახლად დაარსებულმა აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ თავისი რთული ისტორიული ამოცანა პატივით შეასრულა. შეიქმნა აზერბაიჯანის პირველი პარლამენტი და მთავრობა, სახელმწიფო აპარატი შეიქმნა, განისაზღვრა ქვეყნის საზღვრები, შეიქმნა დროშა, ჰიმნი და გერბი, დედა ენა გამოცხადდა სახელმწიფო ენად.
სამწუხაროდ, 1920 წლის 28 აპრილს წითელი არმია აზერბაიჯანში შეიჭრა და ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წლამდე დაკარგა.
დღეს აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს!