ენერჯი ბარათზე 2023 წელს დაგროვილი ქულების გახარჯვა 31 დეკემბრამდეა შესაძლებელი

Blog Single

2024 წლის 31 დეკემბერს „ენერჯი ბარათზე“ დაგროვილი ქულების ნაწილს ვადა ეწურება. კერძოდ, 2025 წლის 1 იანვარს ანულირდება 2023 წელს დაგროვილი ქულები. 2024 წლის მარაგი კი კვლავ ძალაში რჩება.

„ენერჯი ბარათის“ მფლობელებს ჯერ კიდევ აქვთ დრო, დაგროვილი ქულებით შეიძინონ საწვავი ავტოგასამართ სადგურზე ან  დახარჯონ "ვეი მარტში".
 
ქულების რაოდენობის შემოწმება შესაძლებელია რამდენიმენაირად:

  • სოკარის აპლიკაციაში: SOCAR Geo
  • საიტზე:  www.SGP.ge, პირად კაბინეტში
  • ცხელ ხაზზე: *0001
  • მომსახურების ცენტრებში
  • ავტოგასამართ სადგურებზე


შეგახსენებთ, რომ ნაღდი, ან საბანკო ანგარიშსწორების დროს, ყოველ შეძენილ 1 ლიტრ ბენზინსა და დიზელზე, „ენერჯი ბარათზე“ გროვდება 3 ქულა.
 
1 ქულა = 1 თეთრს.