იდეების კონკურსი სოკარისაგან

Blog Single

სოკარის თანამშრომლებს შორის მიმდინარე იდეების კონკურსზე მეორე ეტაპი დასრულდა. პირველ ეტაპზე კონკურსანტებს საკუთარი იდეების წარდგენა ევალებოდათ თემაზე: როგორ გავაუმჯობესოთ კომპანიის საქმიანობა.

კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა წარმოადგინეს იდეები სამი კატეგორიის გარშემო: მარკეტინგი, პროცესები და ქველმოქმედება. მეორე ეტაპზე გადასულმა კონკურსანტებმა საკუთარი იდეები პრეზენტაციის სახით წარადგინეს.

კონკურსის მესამე ეტაპი გაიმართება 13 თებერვალს, 13:00 საათზე. გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც ფულადი ჯილდოები გადაეცემათ და ამას გარდა, შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი იდეის განხორციელებაში უშუალოდ მონაწილეობა მიიღონ.