სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი - დრიფტის სეზონის სპონსორი ხდება

Blog Single

2018 წლის გეგმების შესახებ 14 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის გენერალურმა დირექტორმა - ლევან გიორგაძემ, მრბოლელმა - მევლუდ მელაძემ, BMW CLUB GEORGIA-ს დამაარსებელმა გიგი ტუღუშმა და დრიფტ ოლ სტარის დირექტორმა ნილ განმა ისაუბრეს.

დრიფტისა და დრაგის ეროვნული ჩემპიონატი 22 აპრილს დაიწყება და ნოემბერში დასრულდება, თუმცა წელს ამ სანახაობრივი სპორტის მოყვარულებს კიდევ უფრო დიდი სიურპრიზიც ელით.

დრიფტ ოლ სტარის (დრიფტში ევროპის პირველობა) ფინალი 2 სექტემბერს თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე გაიმართება!

ფინალში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს საუკეთესო დრიფტერები; დღესდღეობით ყველაზე მძლავრი, 1200 ცხენისძალიანი სარბოლო ბოლიდებით. თბილისს ეწვევიან სპორტსმენები, რომლებიც ასრულებენ საავტომობილო ტრიუკებს ისეთი ცნობილი ფილმებისა და თამაშებისთვის, როგორიცაა “ფორსაჟი”, “NEED FOR SPEED” და სხვა.

სანახაობას მსოფლიოს მასშტაბით 300 მილიონი ადამიანი ნახავს!