15 მარტს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ქართველი მხატვრის - მაია ჯიმშელეიშვილის გამოფენა - "ვოიაჟი" გაიხსნა.
გამოფენაზე სტუმრებს ხელოვანის 40-მდე ტილოს ნახვა შეუძლიათ. ავტორი ნამუშევრებში შინაგანი მოგზაურობის პროცესს აღწერს. გამოფენა 22 მარტამდე გასტანს.
მაია ჯიმშელეიშვილის ფერწერული ტილოები ინახება თბილისის, ტალინის, სენ პოლის, ნიუ იორკის და მონაკოს კერძო კოლექციებში.
მხატვარს მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო ჯილდო. მათ შორის: მონაკოს არტ ბაზრობის პრიზი - PRIX`D EXELLANCE (2016).
2017 წელს მაია ჯიმშელეიშვილი დუბაის THE GLOBAL ART AWARDS-ის ფინალისტი გახდა.