სოკარისა და BMW CLUB GEORGIA-ს ფოტოკონკურსი დასრულდა

Blog Single

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისა და BMW CLUB GEORGIA-ს მიერ ჩატარებული ფოტოკონკურსი #გაატარე დასრულდა. კონკურსის გამარჯვებულებს ერთის მხრივ სოც.ქსელების მომხმარებლები, მეორეს მხრივ კი - კვალიფიციური ჟიური ადგენდა.

სოც.ქსელების რჩეული 1200+ მოწონებით ზაზა ჭიკაძე გახდა, ჟიურიმ კი მიხეილ ებრალიძის და ლევან ხვედელიძის ნაშრომი სახელად - #გაატარე მეგობარი არჩია.

გამარჯვებულებმა სოკარისგან 1000 ლარის ღირებულების უმაღლესი ხარისხის საწვავის ვაუჩერი მიიღეს