ბათუმში, სადაც 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა მიმდინარეობს, FIDE-ს (ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია) არჩევნები ჩატარდა. პრეზიდენტად არკადი დვორკოვიჩი აირჩიეს, რომელმაც ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე აზერბაიჯანის ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, სოკარ ენერჯი ჯორჯიას გენერალური დირექტორი - მაჰირ მამედოვი დაასახელა.
სოკარი და პირადად მაჰირ მამედოვი დიდი ხანია აქტიურად არის ჩართული ქართულ საჭადრაკო ცხოვრებაშიც. სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი საქართველოს ნაკრების, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის და ბათუმში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადის გენერალური სპონსორია.