სოკარმა ბორჯომ-ბაკურიანში ხეების დარგვა დაიწყო

Blog Single

ბორჯომ-ბაკურიანში გაჩენილი ხანძრების შედეგად, უნიკალური ჯიშის ხეები განადგურა. დიდი ზიანი მიადგა ეკოლოგიას და საფრთხის წინაშე დადგა რეგიონის ეკო-სისტემა. სოკარი აქტიურად იყო ჩართული ხანძრის ჩაქრობის პროცესში, თუმცა მიგვაჩნია, რომ ჩვენს კომპანიას მეტის გაკეთებაც შეუძლია. 

სოკარი ტყის საფარის აღდგენაში აქტიურ მონაწილეობას იღებს. ნიადაგის მოსამზადებელი და გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია. კომპანია 2 ჰექტარ ფართობზე ხეების დარგვას გეგმავს და მისმა თანამშრომლებმა, უკვე მოაწყვეს პირველი გასვლა.