სოკარმა მესამე ქალაქი - გლაზგო გახსნა

Blog Single

ევრო 2020-ისთვის მზადების ფარგლებში, სოკარმა კიდევ ერთი ავტოგასამართი სადგური დაბრენდა. მორიგი "ქალაქი" გლაზგო აღმოჩნდა, რომელიც გომბორის უღელტეხილზე მდებარეობს.

სადგური ტრადიციული შოტლანდიური ორნამენტებითაა გაფორმებული, ფერებად კი ორი ლეგენდარული კლუბის - რეინჯერსისა და სელტიკის ფერები - მწვანე და ლურჯი იქნა შერჩეული. იქვეა შოტლანდიის კიდევ ერთი სიმბოლო - ვისკის დეკორატიული კასრები.