ევრო 2020-ისადმი მიძღვნილი კრეატიული კამპანიის ფარგლებში, სოკარის კიდევ ერთი ავტოგასამართი სადგური გადაიქცა ტურნირის ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქად. ამჯერად ეს ქუთაისში მოხდა, სადაც ფხაკაძის ქ. #16-ში მდებარე სადგური მიუნხენის ტრადიციულ ფერებში გაფორმდა. დიზაინერებმა არც ის სტადიონი დაივიწყეს, სადაც ჩემპიონატის მატჩები უნდა ჩატარდეს და დიზაინში ალიანს არენას ელემენტებიც შეიტანეს.