ბაღების შენება გრძელდება

Blog Single

ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში „სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ ააშენა და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა საბავშვო ბაღი. საფუძველი ჩაეყარა კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში.

საძირკვლის ჩაყრას ესწრებოდნენ SOCAR Energy Georgia– ს გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოშვილი და სხვა ოფიციალური პირები.