პროექტის - "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" საშემოდგომო ფაზა კახეთში შედგა და მას კაჭრეთის ამბასადორმა უმასპინძლა. 30-ზე მეტმა შშმ პირმა, სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა ჯარისკაცებმა და ვეტერანებმა სპორტის არაერთ სახეობასი მიიღეს მონაწილეობა.
ბენეფიციარები ერთმანეთს სასტენდო სროლაში, მინი-გოლფში, ცხენოსნობაში და ბოულინგში შეეჯიბრნენ.
სოკარი განაგრძობს ახალგაზრდულ მედიაკავშირთან თანამშრომლობას და მხარში უდგას პროექტს, რომელშიც ჯამში 500-ზე მეტი ბენეფიციარია ჩართული.