კომპანია სოკარი ცნობილია არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. სოკარი ჩართულია ნავთობის და გაზის სფეროს კვლევაში, ნავთობის, გაზის და გაზის კონდენსატის წარმოებაში, გადამუშავებაში და ტრანსპორტირებაში, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ბენზინით და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობაში, რიგი ქვეყნების სხვადასხვა ინდუსტრიის და მოსახლეობის ბუნებრივი აირით მომარაგებაში. კომპანიაში მსოფლიოს მასშტაბით დასაქმებულია დაახლოებით 60,000 თანამშრომელი.
სოკარს გააჩნია წარმომადგენლობითი ოფისები საქართველოში, ავსტრია, თურქეთში, რუმინეთში, შვეიცარიასა და უკრაინაში, აგრეთვე სავაჭრო კომპანიები შვეიცარიაში, სინგაპურში, ინგლისში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კანადაში და სხვა ქვეყნებში.
კომპანია ფლობს ავტოგასამართ სადგურებს, ბრენდით SOCAR, 6 ქვეყანაში: საქართველოში, აზერბაიჯანში, ავსტრიაში, რუმინეთში, თურქეთში, შვეიცარიასა და უკრაინაში.